10:49 | 2020-07-07 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ორჯერ ვცადე თავის მოკვლა – როგორ ამარცხებს სიმსივნეს 3 შვილის მარტოხელა დედა

ორჯერ ვცადე თავის მოკვლა – როგორ ამარცხებს სიმსივნეს 3 შვილის მარტოხელა დედა

ონკოლოგიური დაავადებები ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა და მას უკვე ასაკობრივი ჩარჩოებიც აღარ გააჩნია.

 

საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინის დახმარებით მძიმე სენს ბევრი ადამიანი ამარცხებს, ასე მოხდა ახალგაზრდა მსახიობის თი მაჭავარიანის შემთხვევაშიც.

 

28 წლის მსახიობი სამი შვილის დედაა, მან ბავშვები ამერიკაში გააჩინა, შემდეგ კი ამერიკულ ოცნებებზე უარი თქვა და საქართველოში დაბრუნდა.

 

თი მაჭავარიანი „დიდი სცენის“ კონკურსანტი გახლდათ, მართალია პროექტს უკვე გამოეთიშა, თუმცა მსმენელს და მაყურებელს თავი დაამახსოვრა.

 

– თი, რატომ გადაწყვიტეთ „დიდ სცენაში“ მონაწილეობის მიღება?

 

– პროფესიონალი მომღერალი არ ვარ, უბრალოდ მოყვარულის დონეზე სულ ვმღეროდი. მიუზიკლებში ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ როდესაც სცენაზე ვდგებოდი მიკროფონით ხელში, ვნერვიულობდი და სიმღერას ვეღარ ვახერხებდი.

 

2020-07-06"გოგონა დაორსულდა... პირდებოდა ცოლად მოგიყვანო" - სპორტსმენების სკანდალის ახალი დეტალები

 

„დიდ სცენაში“ გასვლა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ სოციალურ ქსელში რეკლამით ვარ დაკავებული, მინდა კარგად გავპიარდე საქართველოში და ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საზღვარგარეთ დავაგროვე ხალხს გავუზიარო. „დიდი სცენა“ კი, ამის საუკეთესო საშუალება იყო.

 

– ცნობილია, რომ საზღვარგარეთ ცხოვრობდით, რას საქმიანობდით იქ?

 

– თავიდან ბულგარეთში ვცხოვრობდი, იქედან წავედი ამერიკაში, იქ გავაჩინე სამი შვილი. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მეუღლესთან ერთად ჩავედი ამერიკაში, მან კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩააბარა, მე სამი შვილი გავაჩინე, შემდეგ დავშორდით და წამოვედი საქართველოში.

 

აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობ, ამას ამერიკაში ვერ ვახერხებდი, მარტო ვიყავით მე და ჩემი ქმარი, ამან კი ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე რთულად იმოქმედა და წამოვედი საქართველოში.

 

ახლა უკვე კარგად ვარ, იმიტომ რომ საქართველოში ბევრად მარტივია რეალიზება.

 

2020-07-06"დიდი სცენის" წამყვანებო! გამაღიზიანებელია თქვენი მიდგომა..." - თამარ ივერი არჩილ სოლოღაშვილს და თიკა ფაცაციას აკრიტიკებს

 

ენა ვიცოდი, მაგრამ ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა და თვითრეალზიებას ვერ ვახდენდი. თუ მინდოდა რამესთვის მიმეღწია ცხოვრებაში, ვხვდებოდი აუცილებელი იყო საქართველოში დაბრუნება.

 

– თვითმკვლელობა სცადეთ ორჯერ, რატომ?

 

– ამერიკაში ცხოვრების დროს ორჯერ ვცადე თავის მოკვლა, ამის შემდეგ სიმსივნური წანაზარდები დამიდგინეს საშვილოსნოზე.

 

მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი და ამიტომ მინდოდა თავის მოკვლა, ფსიქოლოგმა მითხრა რადგან საკუთარი თავი ვერ დაასრულე, შიგნდიან გასრულებს შენი ორგანიზმიო.

 

– როგორც ვიცი სიმსივნეც დაამარცხეთ?

 

– ამერიკაში გავიგე რომ მქონდა სიმსივნური წანაზარდები. თავიდან არ ვიჯერებდი ამას, მინდოდა დავნებებოდი და ფარ-ხმალი დამეყარა, მაგრამ სამი შვილის დედას ამის უფლება არ გაქვს.

 

საკუთარი თავი მე თვითონ გამოვიყვანე მდგომარეობიდან, როცა იცი რომ გყავს შვილები და გულშემატკივრები, ჯანმრთელი და ლაღი უნდა იყო, ბრძოლის გზა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

 

ცხოვრების ბოლომდე, 6 თვეში ერთხელ უნდა აკონტროლო წანაზარდები, რომ არ გაიზარდოს, სამი თვის წინ, როდესაც მივედი ექიმთან, ისეთი დაპატარავებული იყო, გაუკვირდათ.

 

სად ისვენებს ნეკა დოროყაშვილი სკანდალურ პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე
2020-07-06სად ისვენებს ნეკა დოროყაშვილი სკანდალურ პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე

 

ეს ყველაფერი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამსახურებაა, მე არ ვსვამ, არ ვეწევი და აქტიური ცხოვრების წესით ვცხოვრობ.

 

ვცდილობ ყველანაირი უარყოფითი ემოცია დავძლიო და ბედნიერი ვიყო.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +