fbpx
20:01 | 2020-06-14 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სიმპტომების გამოვლენამდე, მეგობრებთან ერთად დაბადების დღე აღვნიშნე – რას ჰყვება რესპუბლიკურის ინფიცირებული თანამშრომელი

სიმპტომების გამოვლენამდე, მეგობრებთან ერთად დაბადების დღე აღვნიშნე – რას ჰყვება რესპუბლიკურის ინფიცირებული თანამშრომელი

პაციენტი, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომელია და კოვიდ-19-ით არის ინფიცირებული, „ინფო რუსთავთან” აცხადებს, რომ მისთვის მითითება, რომ თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, არავის მიუცია.

 

ახალგაზრდა საკუთარ ისტორიას იხსენებს.

 

„3 თვეა ვცხოვრობ თბილისში და რუსთავში არ ჩავდიოდი, არ მყავდა ნანახი ყველაზე ახლო ადამიანებიც კი. სწორედ იმის გამო, რომ ვმუშაობ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც განთავსებულები იყვნენ კორონავირუსით ინფიცირებულები.

 

7 ივნისს მეგობრებთან ერთად, ვიწრო წრეში, სულ 10-მდე ადამიანი ვიყავით, ჩემთან სახლში აღვნიშნე დაბადების დღე. 9 ივნისს კი უკვე მქონდა სიმპტომები. 11 ივნისს ტესტის შემდეგ დამიდასტურდა კორონავირუსი.

 

„უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა
2020-06-14„უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა" - Covid-19-ით გარდაცვლილის შესახებ ემოციური პოსტი ვრცელდება

 

ჩემთვის არავის უთქვამს, რომ უნდა ვყოფილიყავი თვითიზოლაციაში. ვარ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და ვმუშაობ რესპულიკურ საავადმყოფოში, ზედმიწევნით ვიცავ წესებს.

 

შესაბამისად, არც მეგობრებს და არც ოჯახის წევრებს არ შევუქმნიდი პრობლემებს. კარგად მაქვს გააზრებული სადაც ვმუშაობ და შესაბამისად, ზუსტად ვიცავ წესებს.

 

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სიმპტომი გამიჩნდა თუ არა, უდიდესი პასუხისმგებლობით მოვეკიდეგავატესტინე თავი და 11 ივნისამდე სახლში ვიყავი და არავინ არ მინახავს“, – ამბობს გოგონა.

 

შეგახსენებთ, სამედიცინო სფეროს სულ 9 თანამშრომელია ინფიცირებული.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X