
მომღერალი თემურ თათარაშვილი, ისევე როგორც პანდემიის დროს უყურადღებოდ და უქმად მყოფი შოუბიზნესის წევრები, სახლში ზის და უკმაყოფილებას გამოხატავს, არავის გავხსენებივართო. მომღერალი “პრაიმტაიმთან” აცხადებს, რომ მეგობარმა კომპოზიტორმა სიმღერა აჩუქა, თუმცა არ იცის, რა “ფუნქცია” მოუძებნოს დღეს სიმღერას – სად შეასრულოს?
თემურ თათარაშვილი: – როგორც ყველა, მეც სახლში ვზივარ. კიდევ კარგი ჩემი მეგობარი, კომპოზიტორი ცირა ბზიშვილი მყავს, რომელმაც მაჩუქა სიმღერა და ჩავწერე. ჯერ სიმღერისთვის სახელი არ დაგვირქმევია. დაბალანსების პროცესშია. სტილს და ჟანრს არ ვღალატობ. რა თქმა უნდა, სიყვარულზეა, მაგრამ სად უნდა გამოვიყენო, ეს არ ვიცი. ალბათ, რადიოში მივიტან.
მომღერლების სამსახური სიმღერაა. ამ პანდემიურ პერიოდში არავის გავხსენებივართ. გაახსენდათ ყველა სფერო, მომღერლების გარდა. არაფერია, ჩვენც დავჭირდებით, მაგრამ უკვე არც ჩვენ გაგვახსენდება ვინმე. სხვის მაგივრად არ ვამბობ, პირადად მე აღარ გამახსენება.