fbpx
18:11 | 2020-10-31 ავტორი: Prime Time

სიკვდილობის მაჩვენებლით ჩამოვიტოვეთ აზერბაიჯანი და ბალტიის სამივე ქვეყანა, ახლა მაინც შევეშვათ თავის მოწონებას – მაია ბუწაშვილი

სიკვდილობის მაჩვენებლით ჩამოვიტოვეთ აზერბაიჯანი და ბალტიის სამივე ქვეყანა, ახლა მაინც შევეშვათ თავის მოწონებას – მაია ბუწაშვილი

ახლა მაინც შევეშვათ თავის მოწონებას და რეალობას თვალი გავუსწოროთ, – ამ შინაარსის პოსტს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს და შემდეგნაირად განმარტავს:

 

„სამწუხაროდ, მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობით საქართველომ გადაასწრო აზერბაიჯანს, უკრაინას, ირანს, ყაზახეთს, გერმანიას, თურქეთს და ა.შ. ხოლო სიკვდილობის მაჩვენებლით ჩამოვიტოვეთ აზერბაიჯანი და ბალტიის სამივე ქვეყანა.

 

პურმარილი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე - ფოტო გორიდან
2020-10-31პურმარილი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე - ფოტო გორიდან

 

ამიტომ ახლა მაინც შევეშვათ თავის მოწონებას და რეალობას თვალი გავუსწოროთ. ყოველთვის შემაწუხებელი იყო, მაგრამ ახლა საერთოდ გამაოგნებელია თვითკმაყოფილება, რითაც ზოგიერთები გამოირჩევიან.

 

თვითკმაყოფილი ადამიანები კი კრიტიკულად ვერ აფასებენ თავიანთ შეცდომებს, არ იღებენ რჩევებს გარედან და შესაბამისად, სიტუაციას ვერ გააუმჯობესებენ“, – წერს ბუეაშვილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X