12:18 | 2021-09-03 ავტორი: თამარ ბუჩუკური

სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა! ჩინური ვაქცინები დელტა შტამს წარმატებით ამარცხებს – ახალი კვლევა

სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა! ჩინური ვაქცინები დელტა შტამს წარმატებით ამარცხებს  – ახალი კვლევა

სასიხარულო ინფორმაცია კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირებულებისთვის – ჩინური ვაქცინებით – სინოფარმითა და სინოვაკით აცრილი ადამინები დელტა შტამის მძიმე განვითარებისგან 100%-ით დაცულები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს, რომელიც ხანგრძლივ კვლევას ეფუძნება.

 


“პრაიმტაიმი” ამ თემასთან დაკავშირებით უცხოური სტატიის თარგმანს გთავაზობთ:

 

“ცნობილი ჩინელი ეპიდემიოლოგის ჟონგ ნანშანის ხელმძღვანელობით, გუანჯოუს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ვაქცინის ორმა დოზამ 59 %–იანი ეფექტურობა უზრუნველყო დელტა შტამის შემთხვევაში, 70.2 % აჩვენა ვირუსის ზომიერი მიმდინარეობისას, და 100 %-იანი შედეგი დაფიქსირდა მძიმე შემთხვევების წინააღმდეგ.

 

ასევე, გამოვლინდა, რომ ერთჯერადი ვაქცინაცია საკმარის დაცვას არ უზრუნველყოფს და ეს მხოლოდ 13.8 %-იანი ეფექტიანობით ვლინდება.

 

ეპიდემიის ეფექტური შეკავების გამო, ვაქცინის ეფექტურობის ტესტირება ჩინეთში ჩატარდა. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ კვლევის წამოწყებამ შესაძლებლობა შესძინა, განესაზღვრათ ორი არსებული ინაქტივირებული ვაქცინის ეფექტურობა დელტა შტამის წინააღმდეგ.

 

კვლევამ 628 მონაწილის მონაცემი დაამუშავა, მათ შორის 153-ს COVID-19 დადასტურებული ჰქონდა, რომელიც დელტა შტამს მიეკუთვნებოდა და ასევე, კვლევაში მონაწილეობდა ამ დადასტურებული შემთხვევების 475 ახლო კონტაქტში მყოფი პირი.

 

153 დადასტურებული შემთხვევა 18 მაისიდან 20 ივნისამდე დიაგნოზირებულია. მათ შორის, ექვსს COVID-19-ის რთული ფორმა ჰქონდა, ხოლო ათს – კრიტიკული ფორმა. კვლევის პერიოდში ფატალური შედეგი არ დაფიქსირებულა.

 

ვაქცინირებულთა შორის, 61.3 პროცენტს სინოვაკის ორივე დოზა ჰქონდა გაკეთებული, ხოლო 27.5 პროცენტს – სინოფარმის.

 

კვლევითი ნაშრომის თანახმად, დელტა შტამის წინააღმდეგ ორდოზირებული ვაქცინაციის ეფექტმა 72.5 პროცენტს მიაღწია, კვლევის მონაწილეებს შორის 40-დან 59 წლამდე ასაკის ადამიანები იყვნენ. ვაქცინის ეფექტურობა უფრო მაღალი ქალებში დაფიქსირდა.

 

მათგან ანუ სრულად ვაქცინირებულებს შორის მძიმე, კრიტიკული და ფატალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ხოლო სხვა 16 მძიმე და კრიტიკული შემთხვევიდან აცრილი არცერთი არ იყო. მკვლევარების აზრით, ინაქტივირებულ ვაქცინებს შეეძლოთ COVID-19-ის გართულება თავიდან აეცილებინათ.

 

“ჩვენმა აღმოჩენებმა დელტა შტამის წინააღმდეგ მასობრივმა ვაქცინაციამ გაამართლა”, – აღნიშნულია ნაშრომში, რომელიც ჟურნალში Emerging Microbes & Infections-ში გამოქვეყნდა.

 

ჩინური CoronaVac-ი და Sinopharm-ის ვაქცინა გლობალურად გადაუდებელი გამოყენებისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულია.” – წერს გამოცემა.

 

ასევე ნახეთ: როდის დაიხევს უკან კოვიდდაავადება – რას ამბობს ლევან რატიანი

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X

error: Content is protected !!