00:50 | 2020-05-08 ავტორი: თათია ცუკოშვილი

სიკეთის მეტს არაფერს მოუტანს მისი ჩართვა – ბუბა კიკაბიძე სააკაშვილზე

სიკეთის მეტს არაფერს მოუტანს მისი ჩართვა – ბუბა კიკაბიძე სააკაშვილზე

სიკეთის მეტს არაფერს არ მოუტანს მისი ჩართვა, – ასე გამოეხმაურა მომღერალი ბუბა კიკაბიძე, „მთავარ აქცენტებში“ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დანიშვნას.

 

„მე ზელენსკისაც ძალიან ახლოს ვიცნობ. სიკეთის მეტს არაფერს არ მოუტანს მისი ჩართვა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჩვენ უნდა გვიხაროდეს, რომ ქართველს ასეთი დარგის სახელმძღვანელოდ დაუძახეს.

 

ორივე ახალგაზრდა, განათლებული ადამიანია, რომ დასხდებიან ალბათ, საინტერესო თემებზე ისაუბრებენ,“- აცხადებს ბუბა კიკაბიძე.

 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X