17:12 | 2020-06-11 ავტორი: Prime Time

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან ერთად სოფელ ანაგაში, ვაქირში, ბოდბისხევში შიდა საუბნო გზების და ქალაქ წნორში სიღნაღის, ქიზიყის, თამარ მეფის და დოდაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

 

ბოდბისხევში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება, სოფელ ანაგაში ასფალტობეტონის დაგება  მიმდინარეობს, ხოლო ვაქირსა და ქალაქ წნორში ასფალტის საფარის მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა.

2020 წლის ტურისტულ სეზონს დაბა მანგლისი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება
2020-06-062020 წლის ტურისტულ სეზონს დაბა მანგლისი განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

 

გზების რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X