fbpx
12:26 | 2020-10-08 ავტორი: Prime Time

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფელში შესაძლოა, კარანტინი გამოცხადდეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფელში შესაძლოა, კარანტინი გამოცხადდეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფელ ერისიმედში, შესაძლოა კარანტინი გამოცხადდეს. სოფელში შესძლო კარანტინის შემოღების მიზეზი, სოფელ ერისიმედში მამაკაცის კორონა ვირუსით ინფიცირებაა. წინასწარი ინფორმაციით, ინფიცირებულს სოფლის თითქმის ყველა მცხოვრებთან ჰქონდა კონტაქტი.

 

დღეს, მამაკაცს სპეციალიზებულ კოვიდ კლინიკაში გადაიყვანენ, სოფლის მოსახლეობისათვის ჩატარებული ტესტირების პასუხები კი, უახლოეს რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

 

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა
2020-10-08საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა

 

კახეთში კორონა ვირუსი დაუდასტურდა, კიდევ ოთხ პირსაც, რომელთაგან ერთ- ერთი სამარშუტო ავტომანქანის მძღოლია და თელავის მუნიციპალიტეტში, ორის სოფლის მოსახლეობას ემსახურებოდა.

 

მთლიანობაში, კახეთის რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი 74- მდე გაიზარდა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X