17:12 | 2020-04-14 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სიღნაღის მერიამ მარტოხელა პენსიონერებს და შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო კალათები გადასცა

სიღნაღის მერიამ მარტოხელა პენსიონერებს და შეჭირვებულ ოჯახებს სასურსათო კალათები გადასცა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამ მარტოხელა პენსიონერებს და შეჭირვებულ ოჯახებს (500 ოჯახი) სასურსათო კალათები გადასცა.

 

მერმა გიორგი გოგილაშვილმა, პირველმა მოადგილემ მადონა ბატიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ილია ხატიაშვილმა, მერის წარმომადგენლებმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებს სურსათი სახლში მიუტანეს.

 

„მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყველანაირად ცდილობს შექმნილი მდგომარეობა მოსახლეობას მცირედით მაინც შეუმსუბუქოს, დღემდე ჩვენი ძალებით მსგავსი არაერთი აქცია ჩავატარეთ, გვერდში გვიდგას ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები, რაც მეტად მნიშვნელოვანია და ძალიან მახარებს“, –  განაცხადა საუბრისას მერმა გიორგი გოგილაშვილმა.

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სასურსათო კალათებისთვის პროდუქტის შესაძენად ჯამში 21526 ლარი დაიხარჯა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X