fbpx
23:09 | 2020-05-21 ავტორი: თამთა თორდია

შვილის მკვლელობა შურისძიების მიზნით – გურიაში მომხდარი მკვლელობის ვერსიები

შვილის მკვლელობა შურისძიების მიზნით – გურიაში მომხდარი მკვლელობის ვერსიები

ჩოხატაურში, სოფელ გუთურში 26 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.

 

დაურეკეს მშობლებს და უთხრეს შვილი მოგიკალითო - ვინ არის ჩოხატაურში მოკლული ბიჭი
2020-05-21დაურეკეს მშობლებს და უთხრეს შვილი მოგიკალითო - ვინ არის ჩოხატაურში მოკლული ბიჭი

 

 

ავთო კალანდაძე საკუთარ ეზოში ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით დღეს მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიით მკვლელობა ვალს უკავშირდება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ გარდაცვლილის ოჯახს დაურეკა და უთხრა, რომ შური იძია.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუმარტეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ეჭვმიტანილი დაკავებულია.

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X