11:47 | 2020-03-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

Haqqin: შვედეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარი თქვა

შვედეთის სამეფო ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ქვეყანაა, რომელსაც საზღვრები ჯერ კიდევ არ დაუხურავს. ქვეყანაში მუშაობს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება, კაფე, რესტორანი და სპორტული დარბაზი. ამის შესახებ haqqin.az-წერს.

 

მთავრობა არ იღებს რაიმე გადაუდებელ ზომებს საშიში ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ.

 

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა შტეფან ლოფვანმა განაცხადა, რომ შემოიღებენ კონტროლის გარკვეულ ფორმას მათთვის, ვინც ქვეყანაში შედის, რაც გაახანგრძლივებს საზღვრის გადაკვეთის პროცედურას.

 

შვედი მეცნიერები არ იზიარებენ თავიანთი კოლეგების აზრს სხვა ქვეყნებიდან და აცხადებენ, რომ კორონავირუსი უსაფრთხოა. ინფიცირებულთა შორის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მხოლოდ 2 პროცენტია.

 

შვედეთში, შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. სამი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი გამოჯანმრთელდა, სამის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი ინფექციების დიდი რაოდენობა არ დაფიქსირებულა.

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

დატოვე კომენტარი