fbpx
10:39 | 2020-10-24 ავტორი: Prime Time

შსს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს

შსს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსს“ უწოდებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რითიც მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
„ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის „ფეიკ ნიუსი” და არ შეესაბამება სიმართლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“ – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X