18:35 | 2020-03-29 ავტორი: Prime Time

შსს-მ ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები დააკავა – ვინ არიან დაკავებულები

შსს-მ ახალქალაქში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები დააკავა – ვინ არიან დაკავებულები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი – 1954 წელს დაბადებული ს.პ. და 2001 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობაში ედებათ.

 

​გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, ქალაქ ახალქალაქში, თავისუფლებისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფე-ბარი „გოლდის” მიმდებარედ მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების დროს ბრალდებულებმა განახორციელეს გასროლები ცეცხლსასროლი იარაღიდან.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.

 

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„პრაიმტაიმმა“ დაკავებულების ვინაობა გაარკვია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი პოლიციამ დაპირისპირებული მხარეებიდან ორი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი სამველ პეტროსიანია, ხოლო მეორე დაკავებული, დეპუტატ ენზელ მკოიანის ნათესავია.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X