fbpx
18:14 | 2020-04-02 ავტორი: Prime Time

შსს-მ 24 საათის განმავლობაში, 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა გამოწერა

შსს-მ 24 საათის განმავლობაში, 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა გამოწერა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში კანონდარღვევისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 მილიონზე მეტი ლარის ჯარიმა გამოწერა.

 

1-ლი აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე დაფიქსირდა კანონდარღვევის 706 ფაქტი.

 

  • ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს;

 

  • საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა;

 

  • 1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე;

 

  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა;

 

  • მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.

 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში, შსს-მ ჯამში 2 130 000 ლარის ჯარიმა გამოწერეს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X