fbpx
02:30 | 2021-01-28 ავტორი: Prime Time

შშმ პირები იცით, რა დღეში არიან? – ლანა გალდავა შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს

შშმ პირები იცით, რა დღეში არიან? – ლანა გალდავა შეზღუდვების მოხსნას მოითხოვს

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა, ლანა გალდავამ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციზე ისაუბრა.

 

მისივე თქმით, სტანდარტების დაცვით შეზღუდვები უნდა მოიხსნას.

 

„ბარემ გაგვთიშონ და იბატონონ. ეს პოლიტიკა არ გამოუვათ. სახელმწიფოებრივი აზროვნება არის მაშინ, როდესაც ხალხზე ფიქრობ. ერთი წლის შემდეგ რას გააკეთებენ… გეგმა ვერ დადეს, ვაქცინა ვერ მოიპოვეს. ჩვენ გონივრულად მოვითხოვთ თანმიმდვერულ პოლიტიკას. მოვითხოვთ, რომ დაცული იყოს სტანდარტები და გაიხსნას სამთო-სათხილამურო კურორტები, ჯანმრთელობის, რეაბილიტაციის ცენტრები. შშმ პირები იცით, რა დღეში არიან?, “- განაცხადა ლანა გალდავამ.

 

ავტორი: Prime Time
X