18:26 | 2020-05-11 ავტორი: Prime Time

შრომა წყალში ჩაგვეყრება – 8 სულიანი ოჯახი, რომლის შემოსავლის ერთადერთი წყარო ეს ვარდებია

შრომა წყალში ჩაგვეყრება – 8 სულიანი ოჯახი, რომლის შემოსავლის ერთადერთი წყარო ეს ვარდებია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დავითიანში მცხოვრებ ფერმერს გიორგი ბიგვავას 1000 კვ,მ.-ზე გაშენებულ სათბურში წითელი სომხური ჯიშის ვარდები მოჰყავს.

 

მის მფლობელოში არსებულ სათბურს ფერმერი ნანი კვარაცხელია 8 სულიან ოჯახთან ერთად განკარგავს.

 

იგი ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გამო ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, რომლითაც წლიდან-წლამდე ირჩენდნენ თავს, ჩაუვარდათ.

Tea Shonia-ს ფოტო.

„თუ არ დაგვეხმარნენ ყვავილების რეალიზებაში, წყალში ჩაგვეყრება შრომა და დავრჩებით წლიური შემოსავლის გარეშე“,-აცხადებს ნანი კვარაცხელია.

 

„თქვენ იმყოფებით სოფელ დავითიანში. სათბური არის ჩემს მფლობელობაში. ეს სათბური აშენდა USAID-ის NEO-ს პროექტის ფარგლებში და ყვავილები დავრგეთ „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით. სათბური არის1000 კვ.მ.-ზე.

Tea Shonia-ს ფოტო.

ახლა როგორც ხედავთ, სარეალიზაციოდ ყვავილები არის. სამწუხაროდ პანდემიის შედეგად და არსებული კარანტინის შედეგად ვერ ვახერხებთ რეალიზაციას და სამწუხაროდ ბიზნესი ჩაგვივარდა.

 

ამ ადამიანებმა უზარმაზარი შრომა გაწიეს ამ ყვავილების მოსაყვანად და სამწუხარო ფაქტია, რომ ვერ ვახერხებთ ამ ყვავილების რეალიზაციას.

 

ეს ყვავილები იყიდება არა მხოლოდ სამეგრელოს რეგიონში,ჩვენ ამ ყვავილებს ვაგზავნიდით თბილისში.

 

გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიები დაკეტილია, გზები დაკეტილია ვერ ვახერხებთ ყვავილების რეალიზაციას და შესაბამისად ეს ადამიანები ვერ აიღებენ შემოსავალს წელს“,- ამბობს მეწარმე გიორგი ბიგვავა.

Tea Shonia-ს ფოტო.

„ჩვენი ოჯახის ძირითადი შემოსავალია ეს სათბური. ვმუშაობთ დილიდან-საღამომდე.

 

დასაქმებულები ვართ მთლიანად ოჯახის წევრები. 8 სულიანი ოჯახი ვართ, მყავს ორი მცირეწლოვანი შვილიშვილი და ამის იმედად ვიყავით ჩვენ.

Tea Shonia-ს ფოტო.

პანდემიის გამო ყველაფერი ჩაგვივარდა, წყალში ჩაგვეყარა შრომა. ვთხოვ მთავრობას რომ დაგვეხმაროს,რომ არ გადავყაროთ წლიური შემოსავალი“, – გვითხრა ფერმერმა ნანი კვარაცხელიამ.

 

სოფელ დავითიანის მსგავსად უჭირთ ვარდების და კენკროვანი მცენარეების რეალიზიცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებს და ისინი დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

 

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X