fbpx
17:00 | 2020-11-09 ავტორი: Prime Time

შპს „სითი ცენტრი “ და შპს „სითი ცენტრი 2” „საქართველოს ბანკს” 106 მილიონი ლარის ზიანს ედავება

შპს „სითი ცენტრი “ და შპს „სითი ცენტრი 2” „საქართველოს ბანკს” 106 მილიონი ლარის ზიანს ედავება

გთავაზობთ, შპს „სითი ცენტრის“ წარმომადგენლის, თეა ხამხაძის განცხადებას.

 

„გაცნობებთ, რომ 2017 წელს ს.ს. საქართველოს ბანკმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოვალე იურიდიული პირების, მათ შორის შპს „სითი ცენტრი 2”-ის, მიმართ 19.7 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა სარგებლის და პირგასამტეხლოს გადახდა, ხოლო დავალიანების დაფარვის მიზნით, სხვა მოთხოვნებთან ერთად წარმოდგენილი იყო შპს „სითი ცენტრი 2“ საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული – მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ცირკის მიმდებარედ მდებარე 11,718 მ2 3 მიწის ნაკვეთის სარეალიზაციოდ მიქცევა.

 

შპს „სითი ცენტრი 2“ არ ეთანხმებოდა სარჩელის მოთხოვნებს იმ საფუძვლით, რომ სს „საქართველოს ბანკს“ აღარ გააჩნდა იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიზაციის მოთხოვნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა ს.ს. „საქართველოს ბანკის“ მოთხოვნა შპს „სითი ცენტრი 2“-თან მიმართებაში და გააუქმა ამავე სასამართლოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს „სითი ცენტრი 2-ს“ აკრძალული ჰქონდა მის საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (საქმე №ას-559-2019, 04 დეკემბერი, 2019 წელი).

 

დავის პერიოდში შპს „სითი ცენტრი 2-მა“ არაერთხელ მიმართა ს.ს. „საქართველოს ბანკს“ იპოთეკის მოხსნის მოთხოვნით, აცნობა მოსარჩელეს, რომ განზრახული ჰქონდა მიწის ნაკვეთების რეალიზაცია და ჰქონდა კონკრეტული შემოთავაზებები. მიუხედავათ ამისა, ბანკმა უგულებელყო ეს მოთხოვნები, რითაც შეგნებულად შეუშალა შპს „სითი ცენტრი 2“-ს განეხორციელებინა მისი საკუთრების რეალიზაცია ხელსაყრელ ფასად და ამით მიაყენა მას მნიშვნელოვანი ზიანი.

 

შესაბამისად შპს „სითი ცენტრი 2“-მა ს.ს. „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება“.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X