19:05 | 2020-05-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„შპს მღვდელი“ ხეების მოჭრის გამო ეპარქიიდანაც კი გაუშვეს – ანდრია სარია „ტყის კოდექსის“ საფრთხეებზე საუბრობს

„შპს მღვდელი“ ხეების მოჭრის გამო ეპარქიიდანაც კი გაუშვეს – ანდრია სარია „ტყის კოდექსის“ საფრთხეებზე საუბრობს

მღვდელმონაზონი ანდრია სარია „პრაიმტამთან“ საუბრისას პარლამენტის მიერ ტყის კოდექსის დამტკიცებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელ ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

 

ჩვენთან საუბრისას მღვდელომაზონმა იმ საფრთხეებზე და რისკებზე ისაუბრა, რომელიც ახლადდამტკიცებულ „ტყის კოდესს“ შესაძლოა მოჰყვეს.

 

„პირველ რიგში ის არის გასარკვევი ეკლესიის დაინტერესებით მოხდა ამ კანონპროექტის მიღება თუ საერთოდ ვინ მოითხოვა.

 

საინტერესოა რატომ დაინტერესდნენ ახლა ტყეების მასივით. მე რაც ვიცი არის ის, რომ საპატრიარქოს ყოველთვის იყო დაინტერესებული ქონებებით.

 

შემდეგ ეს კერძო პირების საკუთრებაში აღმოჩნდებოდა ხოლმე ხშირად. ანუ ამის გადარეგისტრირება ხდებოდა.

 

საშიშია, რამდენად გამჭვირვალე იქნება ეს პროცესი, რამდენი ხანია ვითხოვთ საპატრიარქოში აუდიტის შესვლას.

 

ეს არის ეკლესიის და არა საპატრიარქოს ქონება და ამიტომ საჭიროა უკვე გადაცემული ქონებები, რაც ჯერ კიდევ ზვიადის და შევარდნაძის დროს გადაეცა საპატრიარქოს, რამდენად არის ეკლესიაზე გაფორმებული თუ კერძო პირების საკუთრებაშია. ამის აუდიტი და აღწერა მოხდა? არ მომხდარა!“, – ამბობს სარია.

 

მეუფე გერასიმე თვლის, რომ ტყე ნადგურდება და ამიტომ საპატრიარქოს უნდა გადაეცეს
2020-05-22მეუფე გერასიმე თვლის, რომ ტყე ნადგურდება და ამიტომ საპატრიარქოს უნდა გადაეცეს

 

მღვდელმონაზონმა კონკრეტული მაგალითიც გაიხსენა და გვითხრა, რომ მის ყოფილ ეპარქიაში მღვდელი ხეების მოჭრის გამო გაუშვეს და იგი ახლა სხვა ეპარქიაში მსახურობს.

 

„კონკრეტული სასულიერო პირი, ვიცი რომელიც უკანონოდ ჭრიდა ხეებს და სწორედ ამის გამო გაუშვეს ჩვენი ეპარქიიდან თავის დროზე. ურალიანად გაიქცა, მოდიოდა და მორებს ჭრიდა უკანონოდ.

 

„შპს მღვდელს“, რომ ეძახდნენ ამის გამო მოუხდა წასვლა. რამდენიმე ხნის მერე იგივე მღვდელი დააფიქსირეს, რომ ჩამოდიოდა ეპარქიაში და ჭრიდა ხეებს. ახლა ეს მღვდელი მოქმედია და ერთ-ერთ ეპარქიაში მსახურობს.

 

რა გარანტია გვაქვს ამ კანონის მიღების შემდეგ, რომ მსგავსი რამ მომავალში არ განმეორდება“, – აღნიშნა მღვდელმონაზონმა.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები