fbpx
14:58 | 2020-08-05 ავტორი: თამარ გონგაძე

შოუბიზნესში სკანდალური დაპირისპირება გრძელდება – ია ფარულავა VS თემურ თათარაშვილი

შოუბიზნესში სკანდალური დაპირისპირება გრძელდება – ია ფარულავა VS თემურ თათარაშვილი

27 ივლისის “ფარული კონვერტის” შემდეგ ია ფარულავასა და თემურ თათარაშვილს შორის კონფლიქტმა იფეთქა. გადაცემის სტუმარმა, გიორგი ნაზღაიძემ მოჰყვა, რომ კარანტინის დროს თავს ცნობილი ადამიანების ფოტოკოლაჟების საკუთარ ფეისბუქგვერდზე გაზიარებით ირთობდა. სხვებთან ერთად, შარჟის სტილში გაკეთებული ფოტოკოლაჟი აჩვენეს ჟურნალისტსა და პროდიუსერზე, მაკა რაზმაძეზეც, რამაც მისი განაწყენება გამოიწვია. რაც შეეხება თემურს, მის ფოტოზე ეწერა – რა რაოდენობის თეთრი “ფქვილით” დაეხმარება თემურ თათარაშვილი ქართულ შოუბიზნესს? როგორც გიორგიმ გადაცემაში მოჰყვა, ამის შემდეგ მისადმი თათარაშვილი ნეგატიურად განეწყო.

 

“ფარული კონვერტის” ეთერში გასვლის შემეგ თემურ თათარაშვილმა “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელებს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.

 

No description available.

 

“კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვი­თხოვ, ბო­დი­შის მოხ­დას და ვა­ცხა­დებ, რომ არას­დროს აღარ იქ­ნე­ბა ჩემი ფეხი ამ ტე­ლე­ვი­ზი­ის არც ერთ გა­და­ცე­მა­ში, სა­ნამ „ფა­რუ­ლი კონ­ვერ­ტი­დან“ ბო­დიშს არ მო­მიხ­დი­ან სა­ჯა­როდ! სა­მარ­ცხვი­ნოა რაც ხდე­ბა და მოგ­მარ­თავთ, ბა­ტო­ნო ქი­ბარ და ბა­ტო­ნო პა­ა­ტა სა­ლია! ცი­ლის­წა­მე­ბა და ბო­რო­ტი ტყუ­ი­ლე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბა არის დას­ჯა­დი! გთხოვთ აღ­კვე­თოთ ეს მა­რაზ­მი თქვენს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, რო­მელ­საც ასე ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დი აქამ­დე! ვე­ლო­დე­ბი ბო­დიშს!“ – წერდა მომღერალი სოციალურ ქსელში.

 

რაც შეეხება ია ფარულავას, ის თვლის, რომ მის გადაცემას ამ აჟიოტაჟით უზარმაზარი რეკლამირება გაუკეთდა.

 

ია ფარულავა: – მსგავსი პიარი ჩვენს გადაცემას არ ჰქონია. უდიდესი რეკლამა გაგვიკეთდა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ აჟიოტაჟით თუ წიკვინებით, რომელიც ატეხეს ამა თუ იმ ადამიანებმა ჩემს გადაცემასთან მიმართებაში. ჩვენ ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე ვართ!

 

მაკა რაზმაძე ია ფარულავას ე.წ. სქრინს აქვეყნებს, სადაც მსახიობი წერს, რომ იმედელებმა მის გადაცემას რეიტინგი მოუმატა.

 

No description available.

 

 

მაკა რაზმაძე: – აღარ ვაპირებდი ამ თემაზე პოსტის დაწერას მაგრამ ახლა სქრინი ჩამიგდეს, სადაც ბოდიშის ნაცვლად ახალი ჭინთვებით დაკავებულა ფარულავა. არც გამკვირვებია მისგან. ბოდიშის მოხდა მხოლოდ ღირსეულებს შეუძლიათ. ჩასვრილებს კი უჭირთ და ყველაფერს იკადრებენ, რომ დაშავებულზე ბოდიში არ მოიხადონ. მაგრამ როცა იცი, რომ შემთხვევით კი არა, შეგნებულად ჩაისვარე, მაშინ “ბოლომდე აწვები” და ასე ჭინთვა- ჭინთვებით უფრო და უფრო იჯ@@ამ.

 

ადამიანებს რომ დაბლოკავ და მერე მათ ზურგსუკან სიხარულის ყიჟინა გაქვს საკუთარ ვოლზე, რაც მაგათ მახსენეს უფრო მეტი რეიტინგი მომივიდაო, ნეტა თუ ხვდები, ასეთ დროს რასაც უსვამს ეს ხაზს? იმას, რომ საკუთარი რეიტინგით 3 პროცენტიანი ხარ და თუ ვინმე გალანძღე იმის ხარჯზე 4 პროცენტი ხდები.

 

ვულოცავ “ფარულ კონვერტს” ჩვენი ლანძღვის ხარჯზე ერთი პროცენტის მატებას ერთ გადაცემაში.
მეცინება ასეთ ქათმისტვინობაზე, მაგრამ ნუ რას ვიზამთ, გაიხარონ დროებით.

 

 

წიკვინი მე არ მახასიათებს. იოლია ამის გადამოწმება, ვის რა ტონალობის და სიმძიმის სიტყვა აქვს და ვინ წიკვინებს და ჩასვრილი დარბის. ამაში მალე დარწმუნდება ყველა. არაპროფესიონალიზმი კი ისაა – საკუთარ კოლეგებზე, საკუთარ გადაცემაში რომ დასაცინ ფოტოკოლაჟებს გაუშვებ და არა მერე მათი მხრიდან ამაზე რეაქცია – აუხსენი ეს, წამყვანო, შენს კედელზე ჩასახლებულ მუდმივ მპოსტავს და ნამდვილი რეიტინგების სქრინი დადე და არა ფეიკის. არა უშავს, ტელევიზიის ხელმძღვანელები ბოდიშებს იხდიან და წიწილებსაც შემოდგომაზე დავთვლით.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X