13:07 | 2020-03-25 ავტორი: თამთა თორდია

მარლას ქართულად მარლა ჰქვია? – შოთა არველაძემ ტელეწამყვანები გაახალისა (ვიდეო) 

მარლას ქართულად მარლა ჰქვია? – შოთა არველაძემ ტელეწამყვანები გაახალისა (ვიდეო) 

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ ერთობა იზოლაციაში ყოფნის დროს და კორონავირუსის ფონზე ტაშკენტში შექმნილ ვითარებაზე ილაპარაკა.

 

მას ჩართვაში პატარა კურიოზიც გადახდა. როდესაც ის პირბადეებზე საუბრობდა და ხსნიდა, როგორ ამზადნებენ პირბადეებს, დაავიწყდა თუ რა ერქვა მარლას.

 

„მარლას მარლა ჰქვია.“, – ამბობს ჩართვაში არველაძე.

 

„რამდენიმე დღეა საკუთარ თავთან მარტო დავრჩი. წიგნებს ვკითხულობ, ტელევიზორს ვუყურებ. ვთამაშობთ მაგიდის ტენისს, გვაქვს იონიკა და ვმღერით. აქ ძირითადად რუსულ არხებს უყურებენ.

 

იქ სხვა დამოკიდებულებაა ვირუსზე. როცა დასცინიან ევროპას და მსოფლიოს, ჰგონიათ რომ თვითონ უფრო კარგად უმკლავდებიან ვირუსს.

 

ეს ამ შემთხვევაში ცოტა გვშველის და იმედისმომცემია“, – ამბობს არველაძე.

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X