11:59 | 2020-09-23 ავტორი: Prime Time

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ უზბეკური მედია იტყობინება.

 

მათივე ცნობით, არველაძე გუნდს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ირანულ „შაჰრი ხუდრუსთან“ შეხვედრაშიც ვერ უხელმძღვანელებს, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს.

 

ამ დროისთვის, შოთა არველაძე თვითიზოლაციაში იმყოფება და 14 დღით თავის საქმიანობას ჩამოშორდება. დამატებითი დეტალები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცნობია. ცნობილია ის, რომ 47 წლის სპეციალისტს ასთმა აქვს და შესაძლოა COVID-19-მა მისი მდგომარეობა გაართულოს.

 

საქართველოში კორონავირუსით 24-ე ადამიანი გარდაიცვალა
2020-09-23საქართველოში კორონავირუსით 24-ე ადამიანი გარდაიცვალა

ავტორი: Prime Time


X