fbpx
23:49 | 2020-08-31 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„შოკშია, დეტალებს ვერ იხსენებს“ – რა ვითარებაში მოხდა შემზარავი ავარია, რომელსაც 12 წლის ბავშვი შეეწირა

„შოკშია, დეტალებს ვერ იხსენებს“ – რა ვითარებაში მოხდა შემზარავი ავარია, რომელსაც 12 წლის ბავშვი შეეწირა

ლისის ტბასთან, ავარიაში გარდაცვლილი ბავშვი გზაზე მარტო გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მოხდა შეჯახება – ამბობს დაკავებულის ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი.

 

როგორც საპატრულო პოლიციელის უფლებადამცველი აცხადებს, შემთხვევის ადგილას მოზარდი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ბავშვი გზას მარტო კვეთდა.

 

გიორგი ყავლაშვილის ინფორმაციით, მომხდარის გამო, დაკავებული პატრულ-ინსპექტორი შოკურ მდგომარეობაშია და დეტალებს ვერ იხსენებს.

 

მხოლოდ იმას ამბობს, რომ მან ბავშვი შეჯახებამდე ვერ დაინახა. ადვოკატის თქმით, პოლიციელი გამოძახებაზე არ მიდიოდა.

 

ჯერჯერობით, უცნობია ის გადაჭარბებული სისწრაფით მიდიოდა თუ არა, რადგან ადვოკატის განმარტებით, მას დაკავებულთან ამ საკითხზე არ უსაუბრია.

 

„დღეს, დილით დაკავებულის ოჯახმა მომმართა და მას შევხვდი. შოკშია, დეტალებს შოკური მდგომარეობის გამო ვერ იხსენებს. საუბრისას, თქვა რომ მას ბავშვი ფაქტის დადგომამდე არ შეუნიშნავს.

 

მოზარდი  გზაზე მარტო გადადიოდა, თუმცა როგორც ჩანს, მშობლებიც იქ იყვნენ, რადგან შემთხვევიდან ძალიან მოკლე დროში ადგილზე მივიდნენ.

 

მოძრაობდა თუ არა გადაჭარბებული სიჩქარით, არ ვიცი. ამ თემაზე არ მილაპარაკია. თუმცა, მას გამოძახება არ მიუღია რომ ვივარაუდოთ – სწრაფად მოძრაობდა თუ არა“ – ამბობს ადვოკატი.

 

გულგაჩერებულ მდგომარეობაში შემოიყვანეს - ექიმი 12 წლის ბავშვზე, რომელიც ლისზე ავარიას ემსხვერპლა
2020-08-31გულგაჩერებულ მდგომარეობაში შემოიყვანეს - ექიმი 12 წლის ბავშვზე, რომელიც ლისზე ავარიას ემსხვერპლა

 

შეგახსენებთ, გუშინ, 30 აგვისტოს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა. 12 წლის ბავშვს საპატრულო პოლიციის მანქანა დაეჯახა.  

 

მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას მძიმე იყო.

 

ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში გუშინვე გარდაიცვალა.

 

საქმეს პროკურატურა იძიებს. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X