fbpx
11:35 | 2020-06-22 ავტორი: Prime Time

შოკისმომგვრელი ფესტივალი – მიცვალებულები საფლავებიდან ამოიღეს და ფოტო-სესია მოაწყეს

შოკისმომგვრელი ფესტივალი – მიცვალებულები საფლავებიდან ამოიღეს და ფოტო-სესია მოაწყეს

ინდონეზიის ერთ-ერთ დასახლებაში ადგილობრივებმა მიცვალებულები საფლავებიდან ამოიღეს და ფოტო სესია მოაწყეს.

 

ტორაიას მოსახლეობაში დამკვიდრებული რიტუალია.

 

ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილი საყვარელი ადამიანების ცხედრებს წელიწადში ერთხელ საფლავებიდან იღებენ და ასე მიაგებენ პატივს.

 

რიტუალს ერთგვარი ფესტივალის სახე აქვს. საფლავებიდან ამოსვენებულ მიცვალებულებს ასუფთავებენ და ახალ ტანსაცმელს აცმევენ. მათთან მიდიან ნათესავებთან და ახლობლები, რომლებიც მიცვალებულებთან ერთად ფოტოებს იღებენ და ზეიმობენ.

 

გარდაცვლილთათვის მიაქვთ საკვები, წყალი და სიგარეტიც კი, რადგან ითვლება, რომ სული სხეულთან ახლოს რჩება და ზრუნავს მაზე.

 

ტორაიას მოსახლეობა ცხედრების შესანახად სპეციალურ ქიმიკატებს იყენებს.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X