fbpx
00:09 | 2021-01-07 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შობაა, მაგრამ შევცოდავ, ახლა მჯერა, რომ ღმერთი გვსჯის – დეკანოზი თამაზ ლომიძე ანანიაშვილზე

შობაა, მაგრამ შევცოდავ, ახლა მჯერა, რომ ღმერთი გვსჯის – დეკანოზი თამაზ ლომიძე ანანიაშვილზე

დეკანოზი თამაზ ლომიძე პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

 

„შობაა, მაგრამ შევცოდავ, ეს რომ არ ვთქვა. ახლა მჯერა, რომ ღმერთი გვსჯის. ნამდვილად გვსჯის და კიდევ უარესად დაგვსჯის იქამდე, სანამ ქართველები ამ ქალბატონის მსგავსად მოიქცევიან. ღმერთიც ვერ უშველის იმ ხალხს, ღირსებაზე ხელი რომ აუღია და მტრის კარზე ცეკვავს. შობა თენდება და მეტს არ ვიტყვი. ღმერთმა გაუნათოს ამათ გონება“, – წერს დეკანოზი სოცქსელში.

 

„რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია” – ნინო ანანიაშვილმა განმარტა, რატომ დათანხმდა ახალ პოსტს რუსეთში
2021-01-06„რუსეთის ბალერინა ვიყავი და ამის გამო, ჩემი სიყვარული საქართველოს მიმართ არასოდეს მომიკლია” – ნინო ანანიაშვილმა განმარტა, რატომ დათანხმდა ახალ პოსტს რუსეთში

 

შეგახსენებთ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელი, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასს უხელმძღვანელებს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X