
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძეს „შიშისგან ტუჩებგათეთრებულ, შლეგ ღლაპს“ უწოდებს. შეურაცხმყოფელი სიტყვებით უგულავამ კობახიძე მოიხსენია მაშინ, როდესაც პანდემიის გამო მოსალოდნელ შეზღუდვებთან დაკავშირებით საუბრობდა.
„შიშისგან ტუჩებგათეთრებული ამ შლეგი ღლაპის, კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ მათ ეშინიათ წაგების და იგონებენ ყველა სისულელეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ჩვენ, ევროპულმა საქართველომ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან ივანიშვილის მთავრობა გეგმავს ქვეყნის დაკეტვას იმისთვის, რომ მანიპულაცია მოახდინოს მეორე ტურზე“, – განაცხადა უგულავამ.
ცნობისთვის, „ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ მთავრობა 2 ნოემბრიდან ისევ „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს. ხეისუფლებაში კი ამ ინფორმაციას უარყოფენ.