14:06 | 2020-09-15 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“შიში გამიჩნდა, დიდი რისკია დავვირუსდე” – რას წერს კლინიკის დირექტორი, სადაც კოვიდიანი პაციენტები მკურნალობენ

“შიში გამიჩნდა, დიდი რისკია დავვირუსდე” – რას წერს კლინიკის დირექტორი, სადაც კოვიდიანი პაციენტები მკურნალობენ

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას…

„კორონამ სიურპრიზი მოგვიწყო: ღამე ლევანს 39 სიცხე მისცა“ - კოვიდინფიცირებული ჟურნალისტის ახალი პოსტი
2020-09-15„კორონამ სიურპრიზი მოგვიწყო: ღამე ლევანს 39 სიცხე მისცა“ - კოვიდინფიცირებული ჟურნალისტის ახალი პოსტი

 

ვარ კლინიკის ხელმძღვანელი, სადაც თბილისში ყველაზე მეტი კოვიდიანი პაციენტი გვიწევს. არანაირი შიშის გრძნობა ამის გამო არ მაქვს- გამორიცხულია ჩვენი პაციენტიდან ვინმეს დაავადება გადაედოს, სრულად ვიცავთ ეპიდრეჟიმს, მაგრამ…

 

მაგრამ არ დავმალავ, პირველად გამიჩნდა შიში, რომ დიდი რისკია დავვირუსდე კლინიკის გარეთ კონტაქტებით!! ძალიან ცუდად იცავენ წესებს და უკვე კრიტიკულ რაოდენობას აქვს ქალაქში. ვნახოთ, სანამდე მიშველის პირბადე, რომელსაც ერთი წამით არ ვიშორებ და თქვენც ამასვე გირჩევთ!“ – წერს დავით გადელია.

 

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 2 562-ს შეადგენს, მათგან გამოჯანმრთელებულია 1 381 ადამიანი.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X