
თამუნა თანდაშვილი: – ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, დამემართა კოვიდი.
ისევ მცვივა თმა, მაქვს მეხსიერების პრობლემები, უენერგიობა და შიში, რომ ისევ არ დამემართოს.
შიში, რომ ისევ აქტიური ცხოვრება, რომელიც მქონდა, სადღაც წარსულში დარჩა და მხოლოდ სახლში უნდა ვიკითხო და ვიმეცადინო.
ყველა გამამხნევებელი სიტყვა მახსოვს და დავაფასე.
ახლა რომ იხსნება ყველაფერი, შიში ამეკვიატა მეც და ბევრს და არ ნიშნავს, რომ უმადური მოქალაქეები ვართ, ფობიები დაგვჩემდა….
გუშინ მთელი ჩემი სამეგობრო “ფიდი” ახალგაზრდა გოგოს ტიროდა…
კოვიდი გვართმევს საყვარელ ადამიანებს და ჩვენს ლაღ ბუნებას ამიწებს ბეტონის სახლებში.