15:00 | 2021-10-13 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

შიმშილობა არის მისი უკომპრომისო გადაწყვეტილება – სააკაშვილი მოუწოდებს ქართველ ხალხს, ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე – ადვოკატი

შიმშილობა არის მისი უკომპრომისო გადაწყვეტილება – სააკაშვილი მოუწოდებს ქართველ ხალხს, ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე – ადვოკატი
“მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს საზოგადოებას, მოუწოდებს ქართველ ხალხს, რომ ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე. ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არ არის “ნაციონალური მოძრაობის” აქცია, ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომ არ მიეცეს ოლიგარქიულ რეჟიმს საშულება პირად ტყვეობაში და მძევლობაში ჰყავდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი”, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლისას განაცხადა.

 

მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, დავით გარეჯის საქმეზე გამოიკითხოს
2021-10-13მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, დავით გარეჯის საქმეზე გამოიკითხოს

„მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უფრო პრობლემური ხდება და დღესაც თვალნათელი იყო შიმშილობის ნეგატიური ეფექტები, გამოიყურებოდა ძალიან ფერმკრთალად და ის ჩივილები, რაც აქამდე არსებობდა კიდევ უფრო გამძაფრებულია, საუბარია გადაადგილების სირთულეზე, საუბარია მოტორიკის ცვლილებაზე. ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს შიმშილობა არის მისი უკომპრომისო გადაწყვეტილება და შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება ბუნებრივი თანმდევი პრობლემაა.

 

უნდა ითქვას, რომ მიშა მორალურად არის ძალიან მხნედ და მოუწოდებს საზოგადოებას, მოუწოდებს ქართველ ხალხს, რომ ხვალ ყველანი გამოვიდნენ აქციაზე. ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არ არის ”ნაციონალური მოძრაობის” აქცია – ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომ არ მიეცეს ოლიგარქიულ რეჟიმს საშულება პირად ტყვეობაში და მძევლობაში ჰყავდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი”, – განაცხადა ბასილაიამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X