fbpx
17:10 | 2020-12-02 ავტორი: ზურა დვალაშვილი

შეზღუდვები ვირუსს ვერ დაამარცხებს… არავინ ელოდება, რომ ჯაჭვი გაწყდება – ინფექციური საავადმყოფოს ექიმი

შეზღუდვები ვირუსს ვერ დაამარცხებს… არავინ ელოდება, რომ ჯაჭვი გაწყდება – ინფექციური საავადმყოფოს ექიმი

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ვირუსს საბოლოოდ ვერ დაამარცხებს.

 

მისი თქმით, შეზღუდვები პაციენტების რაოდენობის შემცირებისა და ჰოსპიტალურ და ამბოლატორიულ სექტორში ვითარების შემსუბუქების მიზნით დაწესდა.

 

“რეგულაციების ასახვა სწრაფად არ მოხდება. სადღაც ალბათ 1 თვის, თვენახევრის შემდეგ შემცირდება ნაკადი, ანუ დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა, თუმცა როგორც კი მოხდება “ლოკდაუნის” ჩამოხსნა, ეს ისევე გაიზრდება იმიტომ, რომ არავინ არ ელოდება რომ ჯაჭვი გაწყდება და ვირუსი აღარ იქნება, უბრალოდ რაღაცა მომენტში მოხდება პაციენტების რაოდენობის შემცირება და ცოტა ჰოსპიტალური სექტორის და ასევე, ამბულატორიული სექტორის ოდნავი გამოთავისუფლება,” – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა “რუსთავი ორის” ეთერში.

 

შეგახსენებთ, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 28 ნოემბრიდან ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

 

რა იკრძალება 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით – გადაწყვეტილება ცნობილია

ავტორი: ზურა დვალაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X