08:14 | 2020-06-08 ავტორი: თათია ცუკოშვილი

შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება

შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული რამდენიმე შეზღუდვა დღეიდან მოიხსნება:

 

8 ივნისიდან რესტორნებს სრულად მუშაობა შეეძლებათ. საუბარია, დახურული ტიპის რესტორნებზე, რადგან როგორც ცნობილია, ღია ტიპის რესტორნებს მუშაობის განახლების უფლება 1-ლი ივნისიდან მიეცათ.

 

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ყველა რესტორნისთვის სავალდებულოა გარკვეული რეკომენდაციების დაცვა. მათ შორის, მომხმარებლებისთვის აუცილებელია პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, ერთ მაგიდაზე დასაშვებია მაქსიმუმ 6 ადამიანის განთავსება და ა.შ.

 

ორშაბათიდან ამოქმედდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სარკინიგზო გზით მგზავრთა გადაყვანა კვლავ აკრძალული დარჩება.

 

 

ასევე 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

 

თუმცა, ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები.



ვინ არის მუშა, რომელიც ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
2020-06-07ვინ არის მუშა, რომელიც ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

 

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 ივნისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმებები და ექნებათ შესაბამისი ნებართვა.

 

 

ცნობისთვის, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.

 

1-ლი ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

0
კომენტარი - +