11:10 | 2020-05-22 ავტორი: Prime Time

შეზღუდვა იხსნება – ავტომობილში სამ ადამიანზე მეტის ჯდომა დასაშვები ხდება

ავტომობილებში ადამიანების რაოდენობის დაწესებული შეზღუდვა იხსნება და ის მხოლოდ ტაქსებზე გავრცელდება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

 

სამ ადამიანზე მეტის ყოფნა ავტომობილში უკვე დასაშვები ხდება, თუმცა გიორგი გახარიას თქმით, ტაქსებზე ეს არ გავრცელდება.

 

„ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას გავართვით თავი და ეს საკოორდინაციო საბჭოს დიდი დამსახურებაა.

 

ჩვენ ახლა ვიბრძვით მეორე მიმართულებით – ეკონომიკის სწრაფი, ეფექტური აღორძინებისთვის.

 

გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვიხსნეს ახალი ფრონტი, პოლიტკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოს ადამიანის ჯანრთელობა.

 

ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების დაწესებას, რომელიც საჭირო იქნება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისთვის“, – აღნიშნა გახარიამ.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X