20:33 | 2021-01-14 ავტორი: Prime Time

შევთანხმდით, რომ ის რუსი ბალერინაა – ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი ანანიაშვილზე

შევთანხმდით, რომ ის რუსი ბალერინაა – ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი ანანიაშვილზე

ასე მუშაობის დაწყება არ შეიძლება: პატარა ტყუილი დიდ ტყუილს იწვევს. ასეთ სიტუაციაში, პირადად მე, გაგრძელება არ შემიძლია. ჩემთვის უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ადამიანური თვისებები, შემდეგ კი – პროფესიონალური, – ამის შესახებ ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვლადიმერ კეხმანმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ნინო ანანიაშვილის შესახებ განაცხადა.

 

„მე თეატრის დასი ახალ წლამდე გავაფრთხილე, რომ მათ ახალი ხელმძღვანელი ეყოლებოდათ, ისინი საქმის კურსში იყვნენ, მაგრამ ვინაობა არ გამიმხელია. სამწუხაროდ, უსიამოვნო ისტორიაა. მე იგი თითქმის ერთი წლის წინ მახარ ვაზიევმა გამაცნო. შარშან თებერვალში თბილისში ჩვენ სპეციალურად ერთად ჩავფრინდით მის გასაცნობად. გავითვალისწინე რა ყველა რისკი, მე ნინოს ვთხოვე და შევთანხმდით იმაზე, რომ ჩემთვის პრინციპული საკითხია, რომ ის რუსი ბალერინაა. მან დიდხანს იფიქრა.

 

ბოლოს ჩვენ, ფაქტობრივად, მოვილაპარაკეთ და მან დოკუმენტებს ხელი მოაწერა. ნინო ანანიაშვილი დეკემბრის ბოლოს ნოვოსიბირსკში ჩამოფრინდა, დაათვალიერა თეატრი, რომელმაც მასზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. შემდეგ იგი ჩემთან, სანკტ-პეტერბურგშიც ჩამოფრინდა და ჩვენ ყოველი ნაბიჯი განვიხილეთ. შემოქმედებით ადამიანებთან, ჩვენ გვაქვს შეთანხმებები, რომლებშიც ჩაწერილია, რომ ყოველნაირი პიარი და აქტიურობა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ან გენერალურ დირექტორთან უნდა შეთანხმდეს. ეს ხელშეკრულების ნაწილია,“- განაცხადა ნოვოსიბირსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.

 

ცნობისთვის, ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრმა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტი საბოლოოდ გაწყვიტა.

ავტორი: Prime Time


X