11:26 | 2020-05-25 ავტორი: თეონა ყაჭიური

შევქმნათ სასამართლოს მოდერნიზების გეგმა! – ანა დოლიძის გეგმა ჩიხიდან გამოსასვლელად

შევქმნათ სასამართლოს მოდერნიზების გეგმა! – ანა დოლიძის გეგმა ჩიხიდან გამოსასვლელად

„სასამართლო სისტემა ჩიხშია, რითაც ყოველდღე ზარალდება ხალხი, ბიზნესი და ქვეყანა, ამიტომ დასაკარგი დრო არ გვაქვს. მოგიწოდებთ ყველას, დავსხდეთ მრგვალ მაგიდასთან“,- ამის შესახებ სასამართლო არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, თუ სასამართლო სისტემა არ შეიცვლება, ეს უცხოურ ინვესტიციებს შეაფერხებს, რაც თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება.

 

„ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა რამდენიმე დღის ღიად გვითხრა, რომ თუ არ გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, არ უნდა გვქონდეს უცხოური ინვესტიციების იმედი. ეს ნიშნავს, რომ სასამართლოში არსებული პრობლემები კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოსახლეობის გაღარიბებას კორონავირუსის შემდეგ.

 

მართლმსაჯულება გახდა 8 მარტის მემორანდუმის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაზეც დიპლომატიური კორპუსის აქტიური მონაწილეობით ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა.

 

არჩევნები 2020: რაზე დავობს ოპოზიცია და ხელისუფლება - ნახეთ გასაგებად და დეტალურად
2020-05-12არჩევნები 2020: რაზე დავობს ოპოზიცია და ხელისუფლება - ნახეთ გასაგებად და დეტალურად

 

საქართველოში ბევრი პარტია თუ სამოქალაქო მოძრაობა საუბრობს სასამართლო სისტემის რეფორმაზე, თუმცა ყველა მოსაზრება დარჩენილია დეკლარირების ფორმატში, ხალხს და ბიზნესს კი დღეს ყველაზე მეტად ადარდებს სასამართლოს მოდერნიზების საკითხი (პროცესების სწრაფად დასრულება, წარმოების გამარტივება და ა.შ.).

 

ამიტომ გთავაზობთ გადავიდეთ საქმეზე – ბიზნესთან ერთად შევქმნათ პირველი მრგვალი მაგიდა, სადაც დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების თუ სამოქალაქო მოძრაობის წევრები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ერთად ვიმსჯელებთ და შევქმნით სასამართლოს მოდერნიზების გეგმას, რომელიც ამოქმედდება დაუყოვნებლივ და არა არჩევნების შემდეგ, როგორც ბევრი პოლიტიკური პარტია პროგნოზირებს“,- განაცხადა ანა დოლიძემ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები