02:38 | 2020-05-12 ავტორი: ირაკლი გოგვაძე

შევხვდებით თუ არა ახალ წელს საგანგებო მდგომარეობით? – პაატა იმნაძის პასუხი

შევხვდებით თუ არა ახალ წელს საგანგებო მდგომარეობით? – პაატა იმნაძის პასუხი

აჭარის ტელევიზიაზე სტუმრობისას, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა ახალ წელს საგანგებო მდგომარეობით შევხვდეთ.

 

„ვნახოთ, ვნახოთ…“ – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წამყვანის კითხვას.

 

„ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. საქართველოში რესპირატორული დაავადების სეზონი იწყება ხოლმე ნოემბრის ბოლოს, ან დეკემბრის დასაწყისში.

 

საქართველო არც ისე დიდი ქვეყანაა. მსოფლიოში რაც იქნება, ის იქნება საქართველოშიც. ვნახოთ როგორი სიტუაცია იქნება ზამთარში, ან შემოდგომის ბოლოს.

 

დიდი ალბათობით დაავადება მობრუნდება. მანამდე ვაქცინა შესაძლოა არ მოესწროს, თუმცა იმედი მაქვს, რომ რაიმე ეფექტური ანტივირუსული საშუალება იქნება, რაც ვირუსის უკეთესად მართვის საშუალებას მოგვცემს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე იმედოვნებს რომ წლის ბოლოს ვაქცინა მზად იქნება, სხვა შემთხვევაში არ გამორიცხავს, რომ ნოემბრის ბოლოს კვლავ აგორდეს პანდემიის მეორე ტალღა. ამის შესახებ მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" ისაუბრა.

Gepostet von აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი am Montag, 11. Mai 2020

ავტორი: ირაკლი გოგვაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X