20:51 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

შეეშვით ამ კაცს, ქალებიც შეეშვით და კაცებიც! – ზურა შევარდნაძე გიორგი კეკელიძეზე

შეეშვით ამ კაცს, ქალებიც შეეშვით და კაცებიც! – ზურა შევარდნაძე გიორგი კეკელიძეზე

მებაღე ზურა შევარდნაძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს მხარდაჭერას უცხადებს და მის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 


მისივე თქმით, გიორგი სამაგალითო ადამიანი, წესიერი ქართველი, გურული კაცია.

 

„მართლა არ ვიცი რა დაწერა, რა ქნა და მით უმეტეს რა მოიმოქმედა იმისთანა რომ ქალები გაანაწყენა.
ვიცი ერთი, რომ გიორგი სამაგალითო ადამიანი, წესიერი ქართველი, გურული კაცია.

 

შრომობს ისე როგორ შეუძლია, აკეთებს ვფიქრობ მნიშვნელოვან საქმეს, ბევრი მისი ნაკეთებით კმაყოფილი ადამიანი მინახავს, ბევრ ისეთ წვრილმან თუ მსხვილმან ამბავშია ჩართული სხვას აზრადაც რომ არ მოუვა გააკეთოს. სულ საქმეშია, არ მჯერა რომ მისი ნათქვამი, დაწერილი ან ნაკეთები ვინმეს ავნებს ან ზიანს მიაყენებს.

ვფიქრობ აჯობებს შევეშვათ ამ კაცს, ქალებიც შეეშვით და კაცებიც, ჩვენ საქმეს მივხედოთ, ის ნამდვილად მიხედავს თავის საკეთებელს, რომლითაც აუცილებლად ვისარგებლებთ ყველა.
ნეტა ჩემი ძღინკიანი მხარდაჭერა რაში სჭირდება, მარა მაინც.

 

თუ გნებავთ დამაბრალეთ, რომ გურულობით მომდის.. სხვათა შორის არც გუროლობაში სცხვენია,“ – წერს ზურა შევარდნაძე.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, გიორგი კეკელიძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!