fbpx
13:17 | 2020-05-22 ავტორი: თეონა ყაჭიური

შევეგუოთ, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება

შევეგუოთ, რომ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბების ტარება სავალდებულო იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიმდინარეობს მსჯელობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოციალური დისტანციის დაცვის საკითხებზეც.

 

„მესმის, რომ ზაფხულია, ადამიანები შეწუხდნენ ყველაფრით, შეზღუდვებით, დისკომფორტი იყო ძალიან ბევრი. ნაწილი ამ დისკომფორტისა მოიხსნება. სამწუხაროდ, ნაწილი ამ დისკომფორტისა გაგრძელდება და ტრანსპორტშიც მოგვიწევს ამასთან შეგუება.

 

მოიხსნება თუ არა შეზღუდვა ავტობუსებსა და მეტროზე - მთავრობა რეგულაციებზე მუშაობს
2020-05-22მოიხსნება თუ არა შეზღუდვა ავტობუსებსა და მეტროზე - მთავრობა რეგულაციებზე მუშაობს

 

ტრანსპორტში ნიღბების ტარება იქნება სავალდებულო. მიდის მსჯელობა, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური დისტანცირების დაცვა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ადგილზე კვლევის და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საგანია“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

ცნობისთვის, ქვეყანაში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვები მოიხსნა, თუმცა ტრანსპორტის აღდგენაზე საუბარი ჯერ არ არის. 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

X