18:37 | 2021-07-29 ავტორი: Prime Time

შეუძლებელია მსგავს პოლიტიკურ ძალასთან ამ ვითარებაში თანამშრომლობა- თამარ კორძაია

შეუძლებელია მსგავს პოლიტიკურ ძალასთან ამ ვითარებაში თანამშრომლობა- თამარ კორძაია

“შეუძლებელია მსგავს პოლიტიკურ ძალასთან ამ ვითარებაში თანამშრომლობა“,- ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, შეთანხმების ანულირებულად გამოცხადება სცდება ყოველგვარ ზღვარს და საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დასავლურ კურსს.

ყველაფერი ტყუილია - რა ინფორმაციას ავრცელებს სალომე ზურაბიშვილი 
2021-07-29ყველაფერი ტყუილია - რა ინფორმაციას ავრცელებს სალომე ზურაბიშვილი 

 

“უკიდურესად აღრმავებს დაპირისპირებას და არის სახელმწიფოებრივად დამაზიანებელი როგორც საშინაო, ისე საგარეო ვითარების გამწვავების თვალსაზრისით.

ანულირება გულისხმობს დაგეგმილი რეფორმებისა და პოლიტიკური მომავლის შესახებ შეთანხმებაზე უარის თქმას ამიტომ ჩემთვის, როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრისთვის, რომელმაც ინდივიდუალურად მოვაწერე ხელი შეთანხმებას, წარმოუდგენელი და შეუძლებელია მსგავს პოლიტიკურ ძალასთან ამ ვითარებაში თანამშრომლობა!” – წერს კორძაია.

ცნობისთვის, გუშინ, 28 ივლისს “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ ,თანაგუნდელებთან ერთად განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია.

 

კობახიძის განცხადებით, ამ დოკუმენტის მთავარი მიზანი ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულება იყო, თუმცა რადგან ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა დოკუმენტმა თავის თავი ამოწურა და ის გაუქმებულია.

კვლავ არ იყო მიშელის რეაგირება ვითარების ადეკვატური – გიგა ბოკერია
2021-07-29კვლავ არ იყო მიშელის რეაგირება ვითარების ადეკვატური – გიგა ბოკერია

 

ცოტა ხნის წინ გააკეთა პირველი კომენტარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელის თქმით საქართველოში კონსულტაციებს იწყებს და პარტიებმა პირადი ინტერესების ნაცვლად მოქალაქეების ინტერესები უნდა დააყენონ წინ.

 

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას მწვავე კრიტიკა მალევე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოებისგანაც.

 

მომხდართან დაკავშირებით გააკეთა განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ.

 

“ ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია.მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება, ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ, უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების” ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის”,- ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

ავტორი: Prime Time


X