14:43 | 2021-07-13 ავტორი: თეონა ყაჭიური

შეწუხებული სახეები სახლში დატოვეთ! კოვიდის მე-4 ტალღა დაიწყო – გიორგი ფხაკაძე

შეწუხებული სახეები სახლში დატოვეთ! კოვიდის მე-4 ტალღა დაიწყო – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა დაიწყო. ამის შესახებ ფხაკაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

 


როგორც ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, არაპროფესიონალები ყველაფერი გააკეთეს რომ საქტემბრის ნაცვლად ახლა დაიწყო მე-4 ტალღა.

სადამდე უნდა გრძელდებოდეს ეს?! დავიღალე ამდენი უნიათო, ვითომ პროფესიონალების ყურებით - გიორგი ფხაკაძე
2021-07-13სადამდე უნდა გრძელდებოდეს ეს?! დავიღალე ამდენი უნიათო, ვითომ პროფესიონალების ყურებით - გიორგი ფხაკაძე

 

„ყველაფერი გააკეთეს რომ დაეჩქარებინათ ეს პროცესი. ქვეყანა არ არის მომზადებული​. ახლა გამოდიან შეწუხებული სახეებით…​შეწუხებული სახეები სახლში დატოვეთ.

 

 

იმუშავეთ, საქმე გააკეთეთ და თუ ვერ აკეთებთ (ფაქტია სახეზე რომ ვერ აკეთებენ) “წადი სახლში” ლოზუნგით უნდა წავიდნენ სანამ ეს ლოზუნგი არ გახდება “წადი ციხეში”.

 

კიდევ ერთხელ მე არ ვუჭერ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ჯანდაცვა და განათლება უნდა იმართებოდეს პროფესიონალების მიერ და არა პოლიტიკოსების მიერ“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

რას ამბობდა გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალ შტამზე

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური


X

error: Content is protected !!