22:43 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

შეცდომის აღიარება საქართველოში „არ მოსულა”, მაგრამ გამოსავალიც არსებობს – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

შეცდომის აღიარება საქართველოში „არ მოსულა”, მაგრამ გამოსავალიც არსებობს – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე სოციალურ ქსელში წერს.

 


სინოვაკის ეფექტურობა შესაძლოა, 20% იყოს კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ.

 

გახსოვთ, ამას როდის ვამბობდი, რომ ჩინური ვაქცინები მხოლოდ 20-25 %-ითაა ეფექტური?!

 

ეს არის პირველი (მალე მეტი იქნება) საჯარო ინფორმაცია სინოვაკის დაბალეფექტურობის შესახებ, რაზედაც ბოლო 6 თვე საჯაროდ ვსაუბრობ. ბავშობაში დედაჩემი მეუბნებოდა, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”.

 

ვიცი, რომ შეცდომის აღიარება საქართველოში “არ მოსულა”, მაგრამ გამოსავალიც არსებობს, თუ ამის სურვილი არის! ეს არ არის არავის შეცდომა, ეს არის ამ ვერაგი ვირუსის მუტაციის ბრალი და საქართველოში ზოგ-ზოგიერთები თავის თავზე რატომ იღებენ ყველაფერს?!

 

ბუსტერის (ძლიერი/მაღალეფექტური ვაქცინების – ფაიზერი ან მოდერნა, 1 დოზა) აუცილებლობა უკვე დადგა, ეს არის რეალობა. ნახეთ ბაჰრეინის გადაწყვეტილება.

 

ფაიზერი არ არის “მერსედესი” ფაიზერი არის დღესდღეობით საუკეთესო ვაქცინა და, რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა ვთქვათ.

 

დავუშვათ ფაიზერის ან მოდერნას ბუსტერი საქართველოში.

 

არ დაგავიწყდეთ – სამედიცინო პირბადე 2 წლიდან ყველას, ყველგან და ყოველთვის,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!