fbpx
16:39 | 2020-11-22 ავტორი: Prime Time

„ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო” – „გურული დღიურების“ ფონდი ლამარა ტერელაძეს დაეხმარება

„ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო” – „გურული დღიურების“ ფონდი ლამარა ტერელაძეს დაეხმარება

შეჭირვებული პედაგოგისთვის მცირე ფინანსურ წახალისებას ვამზადებდით, ახლა გადავწყვიტეთ და ლევან ზურაბაშვილის დედას დავეხმარებით, – ამის შესახებ ეროვნული ბიბილიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე წერს.

 

„ვნახე იმ გზააბნეული ბიჭის დედის ინტერვიუ და შევძრწუნდი. აი, იმის, ორი დღის წინ რომ მძევლები აიყვანა. ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო. აბა, ეს რას უშველის, არც არაფერს, მაგრამ გურული დღიურების ფონდში, რომელიც საგანმანათლებლოა, საახალწლოდ რომელიმე ყოფილი, შეჭირვებული პედაგოგისთვის მცირე ფინანსურ წახალისებას ვამზადებდით. ახლა გადავწყვიტეთ და მას დავეხმარებით”, – წერს გიორგი კეკელიძე.

 

„ლევან ზურაბაშვილის დედისთვის ფულს ვაგროვებთ“,- ამის შესახებ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სამართალმცოდნემ და კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ დაწერა..

 

მენაბდე წერს, რომ მოხუცები და ბავშვები მარტო არ უნდა დარჩნენ და აუცილებელია საზოგადოება მათ გვერდში დაუდგეს.

 

ლევან ზურაბაშვილის დედამ შვილის საქციელის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხდა და იმ სოციალურ პრობლემებზე ისაუბრა, რამაც მის შვილს ამ საქციელის ჩადენისკენ უბიძგა.

 

Video: ძალიან გთხოვთ მაპატიეთ – მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის დედის ემოციური მიმართვა

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X