15:23 | 2021-06-05 ავტორი: Prime Time

“შეთანხმება შედგა” – რა შედეგით დასრულდა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამართული შეხვედრა

“შეთანხმება შედგა” – რა შედეგით დასრულდა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამართული შეხვედრა

ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონში სოცმუშაკების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა დასრულდა.

 

მეუფე ნიკოლოზის თქმით, შეთანხმება შედგა და სოცმუშაკები პანსიონში დარჩებიან.

 

„შეთანხმება შედგა. შეხვედრაზე ვიყავით ეკლესიის წარმომადგენლები, ხელისუფლების წარმომადგენლები და სოცმუშაკები. შევთანხმდით, რომ სოცმუშაკები დარჩებიან აქ. ჩვენ ყველას გვექნება კომუნიკაცია ერთმანეთთან. სოცმუშაკების ნაწილი იმუშავებს დღის განმავლობაში, რამდენიმე კი ღამითაც დარჩება და ბავშვებთან მათი ეს ურთიერთობა გაგრძელდება რამდენ ხანსაც ჩათვლიან ისინი საჭიროდ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.

 

ასევე ნახეთ: „საქართველოში აღარ მინდოდა ყოფნა, მეუფისგან მალულად წამოვედი” – ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღმზრდელი, რომელიც ახლა ემიგრაციაშია, ვიდეომიმართვას ავრცელებს

 

ავტორი: Prime Time

X