15:36 | 2020-06-29 ავტორი: თამარ გონგაძე

“შეთანხმება შედგა” – აკაკი გოგიჩაიშვილი აჭარის ტელევიზიაში გადადის

“შეთანხმება შედგა” – აკაკი გოგიჩაიშვილი აჭარის ტელევიზიაში გადადის

ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი 1 ივლისიდან აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების მთავარი პროდიუსერის რანგში დაიწყებს მუშაობას.

 

როგორც ჟურნალისტი “პრაიმტაიმთან” აცხადებს, ამ ახალი შეთავაზებისა და საზოგადოებრივი არხის ხათრით, ტოვებს მნიშვნელოვნად უპირატეს სამსახურს და უბრუნდება “ნიუსს”.

 

“სხვა არხებს რომ ვუყურებ, გულახდილად, რომ გითხრათ, ტელევიზიაში დაბრუნების სურვილი არ მქონდა” – ამბობს აკაკი.

 

გოგიჩაიშვილი ტელეკომპნია “იბერიის” დახურვის შემდეგ კომპანია “ჯორჯიან მარგანეზის” პრესსპიკერი გახლდათ.

 

„რატომ გვკლავს მეორედ?!“ - რა შეუთვალეს ნიკა გვარამიას გიორგი შაქარაშვილის მშობლებმა
2020-06-29„რატომ გვკლავს მეორედ?!“ - რა შეუთვალეს ნიკა გვარამიას გიორგი შაქარაშვილის მშობლებმა

 

აკაკი გოგიჩაიშვილი: – კონტრაქტზე ჯერ ხელი არ მომიწერია, თუმცა შეთანხმება შედგა. საზოგადოებრივ არხზე მუშაობის სურვილი დიდი ხანია მაქვს. მით უმეტეს, დღეს შექმნილ სიტუაციაში, როდესაც სატლევიზიო ბაზარზე ასეთი აქტიური პოლარიზაცია გვაქვს და მკაფიოდ გამოხატული მიკერძოების მქონე მედიასაშუალებებია.

 

საზოგადოებრივი არხი, რომელიც წლების განმავლობაში კომერციულ ტელევიზიებს ხარისხით ჩამორჩებოდა, მე ვფიქრობ, დღეს გაცილებით პერსპექტიული, საინტერესო და დაბალანსებული ფაქტურაა იმისთვის, რომ ჩემი გამოცდილება და ცონა კეთილი საქმეებისთვის დავხარჯო.

 

ეს შეთავაზება ჩემთვის გამოწვევა იყო. ასევე საკუთარი თავის გამოცდაც. ვუყურებდი, რაც აჭარის ტელევიზიაში ხდებოდა და მიმაჩნია, რომ გარეშე ადამიანის მისვლა, რომელიც არც ერთ მხარეს არ ეკუთვნის და ამ დაპირისპირებაში გამოცდილება არ აქვს, ყველასთვის სასარგებლო იქნება.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X