fbpx
23:24 | 2020-08-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„შეშინებული იყო, ჩემს გვერდით ეძინა და ძილში სულ ხტოდა…“- საეჭვო მიმართულება, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი დროდადრო მიდიოდა

„შეშინებული იყო, ჩემს გვერდით ეძინა და ძილში სულ ხტოდა…“- საეჭვო მიმართულება, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი დროდადრო მიდიოდა

„ბოლო ორი თვე ძალიან შეშინებული იყო. ჩემს გვერდით ეძინა და ძილში სულ ხტოდა,“ – ამის შესახებ გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

 

ბაჩალიაშვილის მშობლები FbI-ს გამოძიებაში ჩართვასთან დაკავშირებით შსს-ში დაიბარეს
2020-08-04ბაჩალიაშვილის მშობლები FbI-ს გამოძიებაში ჩართვასთან დაკავშირებით შსს-ში დაიბარეს

 

გარდაცვლილი გოგოს დედა ამბობს, რომ შვილის შფოთვას დაღლილობას და სამაგისტრო გამოცდებისთვის მზადებას უკავშირებდა.

 

„შეიძლება, ერთხელ შეუკვეთეს რაღაცის მოძებნა. მერე უკვე, შეიძლება, აშანტაჟებდნენ, რომ სხვაც მოეძებნა, მაგრამ ბავშვს ამის გაკეთება აღარ უნდოდა… ბოლო დროს სახლიდან მუშაობდა, თუმცა პერიოდულად სახლიდან გადიოდა და რომ ვეკითხებოდი, სად მიდიხარ-მეთქი, მეუბნებოდა, ორთაჭალაშიო,“ – თეონა თამაზაშვილი. 

ბაჩალიაშვილის დედას ახლა უკვე აეჭვებს ეს მისამართი, ვინაიდან კომპანია ZAG-ი, სადაც ახალგაზრდა პროგრამისტი მუშაობდა, არა ორთაჭალაში, არამედ ვაკეშია განთავსებული.

 

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმე

 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს 18 ივლისიდან ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალი თბილისში სახლიდან საკუთარი ავტომობილით გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. მისი მანქანა 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში მწყემსმა იპოვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X