20:46 | 2021-07-27 ავტორი: სალომე ნეფარიძე

შეშფოთებული ვადევნებ თვალს მედიაზე თავდასხმის ფაქტებს – მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი

შეშფოთებული ვადევნებ თვალს მედიაზე თავდასხმის ფაქტებს – მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეშფოთებულია მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის გამო.

 


„საზოგადოებაში დღის წესრიგს ყოველთვის მედია ქმნის. შეშფოთებული ვადევნებ თვალს მათზე თავდასხმის ფაქტებს, მიუხედავად იმისა რომ 2004 წლიდან პირადად, არაერთხელ ვყოფილვარ მათი მხრიდან დაუსაბუთებელი სიუჟეტის თუ სტატიის „მსხვერპლი“.

 

 

ეს საინტერესოა: 8 კვირა ეძლევა ყველა მედპერსონალს, რომ აცრის პროცესი დაასრულოს, აუცრელები დათხოვნილი იქნებიან სისტემიდან – ზურაბ გურული

 

 

თუმცა მედიისგან დითირამბების მოსმენას, მკაცრი, თუნდაც დაუსაბუთებელი კრიტიკის მოსმენა მირჩევნია. რადგან ღრმად მწამს, რომ ლიბერალური დემოკრატიის სადარაჯოზე პირველ რიგში მედია დგას, რადგან ერთადერთი ინსტიტუტია რომლის მთავარი ფუნქცია დაფარულის, მიჩქმალულის თუ საეჭვოს განცხადებაა.

 

ამიტომ თითოეულ მათგანს წარმატებას ვუსურვებ“, – წერს დავით ნარიმანიშვილი.

 

 

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X

error: Content is protected !!