15:03 | 2021-11-25 ავტორი: Prime Time

შესაცვლელია გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილ პაციენტს „მწვანე სტატუსი“ მუდმივად აქვს – პაატა იმნაძე

შესაცვლელია გადაწყვეტილება, რომ კოვიდგადატანილ პაციენტს „მწვანე სტატუსი“ მუდმივად აქვს – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ შესაცვლელია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც კოვიდგადატანილ პაციენტს ე.წ. მწვანე სტატუსი მუდმივად აქვს.

 

„ჩემი აზრით, ეს საკითხი შესაცვლელია. ჩვენც გვაქვს უკვე ქვეყანაში რეინფიცირების 5 ათასზე მეტი შემთხვევა. ასე რომ, სამწუხაროდ, კოვიდის გადატანა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანს კოვიდი აღარ დაემართება“, – განაცხადა იმნაძემ.

 

ავტორი: Prime Time

X