16:41 | 2020-03-27 ავტორი: თამთა თორდია

შესაძლოა, უმადურ საქმეს ვაკეთებდე ახლა – რას ამბობს ზურაბ გურული აშშ-დან კორონავირუსზე

შესაძლოა, უმადურ საქმეს ვაკეთებდე ახლა – რას ამბობს ზურაბ გურული აშშ-დან კორონავირუსზე

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის დირექტორი, ზურაბ გურული „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ აპრილის ბოლოს კორონავირუსი კონტროლს დაექვემდებარება ყველგან.

 

„შესაძლოა, უმადურ საქმეს ვაკეთებდე ახლა, მაგრამ ვთვლი, რომ აპრილის ბოლოს, მაისის შუა რიცხვებისთვის უკვე კონტროლს უნდა დაექვემდებაროს ვირუსი ყველგან.

 

ახლა წინაპანიკურ სიტუაციაშია ჯანდაცვის სისტემა ყველგან, ამერიკაშიც და სხვაგანაც. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ფსიქოლოგიურ, მორალურ განწყობას ამ ვირუსთან საბრძოლველად.

 

გარდა ლოგისტიკური საკითხებისა, მალარიის საწინაღმდეგო პრეპარატი მიღებულია უკვე მთავარ საყრდენ წერტილად მკურნალობაში, ეს წამალი უკვე ფართოდ მისაწვდომი ხდება ამერიკაში დაინფიცირებული მოსახლეობისთვის.

 

ნელ-ნელა ლაგდება სწრაფი და მასობრივი ტესტირების საკითხი.

 

ჯერჯერობით ამერიკაში ოთხი-ხუთი დღეა ტესტის პასუხის მიღების დრო და ეს საკმაოდ ართულებს საქმეს, თუმცა ნელ-ნელა მოგვარდება ლოჯისტიკური საკითხები“ – განაცხადა ზურაბ გურულმა.

 

ცნობისთვის, ნიუ-იორკის ქუჩებში დროებითი მორგები დადგეს

 

ბოლო მანაცემბით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ნახევარ მილიონს გადასცდა.

 

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X