19:09 | 2020-10-14 ავტორი: Prime Time

შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის საჭიროება დადგეს! – ინფექციონისტი ეპიდსიტუაციაზე

შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის საჭიროება დადგეს! – ინფექციონისტი ეპიდსიტუაციაზე

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას სერიოზულს უწოდებს და აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამის შესახებ გოგინავამ პრაიმტაიმთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მისივე თქმით, შესაძლოა, დედაქალაქში ტრანსპორტის შეზღუდვის საკითხი დღის წესრიგში დადგეს.

 

უნდა დავიძახოთ SOS! - რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს
2020-09-11უნდა დავიძახოთ SOS! - რატიანი ეპიდსიტუაციის მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს

 

ალექსანდრე გოგინავა: ვიმყოფებით საყურადღებო ეტაპზე, როდესაც ყველა ნაბიჯი სწორად უნდა იყოს გადადგმული. უღელტეხილზე ყოფნა ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, არასწორი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ, ამიტომ უნდა იყოს სრული მობილიზება, როგორც კლინიკური სექტორის, ასევე ეპიდემიოლოგიური ნაწილის.

 

ყველა ქმედება კარგად უნდა გაანალიზდეს. ქვეყანაში არის სეროზული, საგანგებო სიტუაცია, რომელსაც მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

 

– კორონავირუსის ჭრილში, რამდენ ხანს გაგრძელდება ქვეყანაში „უღელტეხილზე ყოფნის“ მდგომარეობა?

 

– რთული სათქმელია, რამდენად გასტანს ეს ვითარება. ჩვენ ვიცით სხვა ქვეყნების მდგომარეობა, სხვა ქვეყნებში გაზაფხულზე იყო საკმაოდ ცუდი ეპიდსიტუაცია, იქ ახლაც ასეთი ეპიდსიტუაცია გრძელდება. კორონავირუსმა დაგვანახა, რომ მას სეზონურობა არ ახასიათებს, ის საკმაოდ რთული სამართავია განვითარებული ქვეყნებისთვის.

 

– კორონავრუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რა ტიპის შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს საქართველოს დედაქალაქში?

 

– შესაძლოა, ლოკალური, კეროვანი შეზღუდვები დაწესდეს იმ სექტორში, რომლებშიც მეტად იქნება ვირუსის კერები. ამ ყველაფერს ვირუსის გავრცელების დინამიკა გვაჩვენებს.

 

– არის თუ არა საუბარი დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე?

 

– შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის საჭიროება დადგეს, თუმცა ვთვლი, რომ უახლოეს პერიოდში, ეს არ უნდა მოხდეს. ეს ყველაფერი ვირუსის გავრცელების დინამიკის პარალელურად უნდა დანვიხილოთ.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +