22:44 | 2020-03-21 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადმოიწიოს – მამა ანდრია ჯაღმაიძე

გვითხრეს, რომ თუ ამის საშუალებას აღდგომის წინა პერიოდი მოგვცემს, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადმოიწიოს – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

 

„ჩვენ დღეს მივიღეთ განმარტება ეკლესიაში მრევლის დგომასთან დაკავშირებით და განგვიმარტეს, რომ დიდ და მცირე ზომის ტაძარში ადამიანებს შორის იყოს შესაბამისი დისტანცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვირჩევს.

 

ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რაც გარკვეული დასკვნების საშუალებას გვაძლევს.

 

რა მიზნით იმყოფებოდა გიორგი გახარია საპატრიარქოში - ჯაღმაიძის კომენტარი
2020-03-21რა მიზნით იმყოფებოდა გიორგი გახარია საპატრიარქოში - ჯაღმაიძის კომენტარი

 

ჩვენ ისიც გვითხრეს, რომ თუ ამის საშუალება მისცემს აღდგომის წინა პერიოდი მოგვცემს, საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადმოიწიოს იმისათვის, რომ რაიმე დისკომფორტი არ შექმნას მლოცველებისათვის“, – განუცხადა მამა ანდრიამ“

 

შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.

 

პრემიერის განცხადებით შეზღუდვა შეეხება მასობრივ თავმყრილობებს. აიკრძალება შეკრება სადაც 10 კაცზე მეტი მონაწილეობს.

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დატოვე კომენტარი