fbpx
12:30 | 2020-06-18 ავტორი: Prime Time

შესაძლოა, რეგულაციები კვლავ დაწესდეს – ინტერვიუ მარინა ენდელაძესთან

შესაძლოა, რეგულაციები კვლავ დაწესდეს – ინტერვიუ მარინა ენდელაძესთან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი  მარინა ენდელაძე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს. მისი თქმით, თუ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 50-ს გასცდა, შესაძლოა, რეგულაციები კვლავ დაწესდეს.

 

დრო მოვა, როცა საფინალოდ ვიტყვით - კორონავირუსი დამარცხებულია - ლევან გოფოძე
2020-06-16დრო მოვა, როცა საფინალოდ ვიტყვით - კორონავირუსი დამარცხებულია - ლევან გოფოძე

ენდელაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა სექტემბერში გაიზარდოს.

 

მარინა ენდელაძე: ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსის მასიური გავრცელება არ ფიქსირდება. ქვეყანაში  ვირუსის მასიური გავრცელება რომ იყოს, აუცილებლად გვეყოლებოდა უფრო მძიმე პაციენტები. ქვეყანაში არის ვირუსის გარკვეული გავრცელება, ამიტომ უნდა დავიცვათ ყველა წესი და ვთხოვთ საზოგადოებას, რომ იარონ პირბადით, რადგან არ ვიცით, ვინ შეიძლება, იყოს ინფიცირებული.

 

-ინფექციონისტთა ნაწილი თვლის, რომ სექტემბერში ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება – თქვენი აზრით, რატომ?

 

-ამ საკითხზე კატეგორიული დასკვნის გაკეთება არ შემიძლია, მაგრამ სექტემბრიდან ადამიანებს შორის უფრო იქნება სიმჭიდროვე. ახლა ხალხი დაფანტულია, ბევრი ქალაქგარეთ გადის, სექტემბერში კი – არა, ამიტომ სავარაუდოდ, ინფიცირებულთა რაოდენობა სექტემბერში მოიმატებს.

 

ადრე ვარაუდობდით, რომ მაღალ ტემპერატურაზე ვირუსი კვდებოდა, მთლად ასე არ არის, თუმცა უშუალოდ მზის სხივის მოქმედებას ვირუსზე მაინც აქვს ზეგავლენა.

ამ ვირუსმა ტემპერატურულ რეაქციებთან განსაკუთრებული მგრძნობელობა არ გამოვლენა.

 

Exclusive: რა აკავშირებთ მეუფე ნიკოლოზსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ერთმანეთთან
2020-06-04Exclusive: რა აკავშირებთ მეუფე ნიკოლოზსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს ერთმანეთთან

 

-როდის, შესაძლოა, დადგეს დღის წესრიგში რეგულაციების კვლავ დაწესების აუცილებლობა?

 

-თავის დროზე რეგულაციებმა ძალიან კარგი შედეგი გამოიღო და ქვეყანა, ჯერჯერობით, გადაარჩინა. რეგულაციები იმ შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს, თუ ქვეყანაში ვირუსის ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა.

 

თუ ინფიცირებულთა რაოდენობა ორ -სამ ათეულს არ გასცდება, რეგულაციების დაწესება აუცილებელი არ იქნება. თუ ბევრი იქნება, ალბათ, რეგულაციები გამკაცრდება.

 

-იმ შემთხვევაში გამკაცრდება რეგულაციები, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგალითად, 50-ს გასცდა?

 

-დაახლოებით, კი. ეს საკითხი არის ეპიდემიოლოგებისა და მთავრობის გადასაწყვეტი.

 

-როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე რამ შეუძლია ხელი საქართველოში ვირუსის მასიურად გავრცელებას – დაწესებულმა რეგულაციებმა, თუ ბცჟ-ს აცრამ? ინფექციონისტთა ნაწილი ვირუსის შემაფერხებელ ფაქტორად „ტუბერკულოზის აცრას“ ასახელებს.

 

-ვირუსის გავრცელებას ხელი რეგულაციების დაწესებამ შეუშალა – პირველივე პაციენტის შემოსვლისას, დავიწყეთ მისი მკურნალობა. არ მივეცით პაციენტებს ჯანმრთელობის დამძიმების საშუალება.

 

რაც შეეხება უშუალოდ მთავრობას, მან გადაწყვეტილება მიიღო ადეკვატურად და სწორად იქნა გამოცხადებული თავის დროზე რეგულაციების გამკაცრების საკითხი.

 

მოლოდინი მაქვს ისევ, რომ ჯანდაცვის სისტემა და ჩვენ გავართმევთ თავს კორონავირუსის გავრცელებას. ყველაზე კარგად, გეგმის მიხედვით წარიმართება ვირუსის მართვა ისე, როგორც აქამდე მიმდინარეობდა.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: Prime Time
X