22:35 | 2020-03-16 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

შესაძლოა ხვალ ინფექციურიდან კიდევ ერთი განკურნებული პაციენტი გაწერონ

შესაძლოა ხვალ ინფექციურიდან კიდევ ერთი განკურნებული პაციენტი გაწერონ

ერთ-ერთმა პაციენტმა, შესაძლოა, ინფექციური საავადმყოფო ხვალ დატოვოს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ლუგარის ცენტრიდან კორონავირუსზე კიდევ 14 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

 

„არ არის გამორიცხული, რომ კიდევ დაგვემატოს პაციენტები, მაგრამ გვიან ღამით, ლუგარის ცენტრიდან 14 ანალიზის პასუხი უნდა მოვიდეს. მესამე პაციენტს უარყოფითი პასუხი ჰქონდა. ხვალ განმეორებითი ტესტი ჩატარდება. ვინაიდან პაციენტს არავითარი კლინიკური ნიშანი არ აღენიშნება, პირველი პასუხი მკაფიოდ უარყოფითი იყო, მოველით, რომ მეორეც უარყოფითი იქნება და ის ხვალ კლინიკას დატოვებს“,- აცხადებ თენგიზ ცერცვაძე.

 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებულმა პირველმა პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო დღეს დატოვა.

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები